ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა

აკი ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მიითვალა და უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

ლევან გორგაძის მეტოქე, იაპონელთა ამომავალი ვარსკვლავი, ახალბედა ტომოკაძე ჰატაკიკომის ილეთით დასცა ძირს და ახლა ბალანსი 2:3-ზე აქვს,

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტამავაშია, რომელთანაც ბალანსი 18:10-ზე აქვს.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •