ორი ოქრო საქართველოს – ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ორი ოქრო ფინეთიდან.

ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ).

ლიპარტელიანმა, ფინალში, იტალიელი სილვია პერიტერი იპონით დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთის წინ, ევროპის ჩემპიონი გახდა გიორგი თუთაშვილიც (-66კგ), რომელმაც მოლდოველ კონკურენტს შანსი არ დაუტოვა.

ამრიგად, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედლით დაასრულა.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •