ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი თუთაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი იჭიდავებს.

57 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანმა ფინალისთვის ბრძოლაში გერმანელი ბელჰაუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იტალიელ სილვია პელიტერის დაუპირისპირდება.

ფინალამდე ლიპარტელიანმა ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან.

კიდევ ერთი ფინალისტი საქართველოს, ვაჟებში ეყოლება. -66 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი თუთაშვილმა ფინალამდე რთული გზა გაიარა, 4 კონკურენტი დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ქართველი ფალავანი მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაეჭიდება.

 

 

  • 69
  •  
  •  
  •  
  •