ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა

ცნობილი გერმანელი ავტოპილოტი კომაში ბოლო 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა

ცნობილი გერმანელი ავტოპილოტი, მიხეილ შუმახერი კომიდან გამოვიდა, რომელშიც ბოლო 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

Formula1-ის შვიდგზის ჩემპიონი ამჟამად მკურნალობას პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

როგორც ფრანგული გამოცემა, Le Parisien იუწყება, შუმახერის კომიდან გამოსვლა კლინიკის წარმომადგენელმაც დაადასტურა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, შუმახერი “ფიას” პრეზიდენტის, ჟან ტოდის მონახულებას აპირებს.

მიხაელ შუმახერმა მძიმე ტრავმა 2013 წელს, თხილამურებით სრიალისას მიიღო.

  • 234
  •  
  •  
  •  
  •