სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია, პრესსპიკერის პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 სექტემბერს, ხატია მოისწრაფიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, 10 სექტემბერს კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა.

“მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •