ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე იკავებდა, დეკემბრიდან კი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

  • 152
  •  
  •  
  •  
  •