გიორგი ასანიძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

ქართველი ძალოსნები, ტაილანდში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიზენციო ქულებისთვისაც იბრძოლებენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 18-27 სექტემბერს, ტაილანდის ქალაქ პატაიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პლანეტის პირველობაზე მონაწილეთა ვინაობას, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე, ხვალ, დუშეთის საწვრთნელ ბაზაზე დაასახელებს.

ქალაქ პატაიაში, ძალოსნები, გარდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.

 

  • 11
  •  
  •  
  •  
  •