SOS – იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებში სალმონელა აღამოაჩინეს

ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და თურქეთიდან შემოტანილ პროდუქტში აღმოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის, ჰოლანდიის და თურქეთის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.

კანონის თანახმად, იმპორტზე კონტროლს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო ახორციელებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 5 1 და 5 2 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა. სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფექციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •