EXLUSIVE  ბიჭოლა ბარბის თოჯინიდან ნამდვილ დედოფლამდე  

ბიჭოლა თეთრაძე: „რასაც ვაკეთებ ყველაფერი გულიდან მოდის, თავდაუზოგავად ვშრომობ და ჩემს საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები

განსხვავებული ჩვენება, რომელიც საქართველოში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, 21 წლის ასაკში მოაწყო. ყველას ახსოვს ჩვენება – შოუ, რომლის მთავარი აქსესუარი ბალიში იყო. ამ ერთმა დეტალმა ბევრისთვის უცნობი ბიჭის ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ძალიან მოკლე დროში მეგაპოპულარულ დიზაინერად აქცია. ახლა საქართველოს წელიწადში ერთხელ, საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობს და ისევ, გრანდიოზული და უჩვეულო შოუებით ამახსოვრებს ხალხს თავს.

დღეს, ბიჭოლა კიევში ცხოვრობს და პოპულარობით მსოფლიო სელებრითებს არ ჩამოუვარდება. მის სამეგობრო წრეში ბევრ ცნობილ ვარსკვლავს ნახავთ. რამდენიმე დღის წინ ბიჭოლა თეთრაძე კაილი ჯენერის ინსტაგრამ „სთორიშიც“ აღმოჩნდა. კაილი, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრია და 21 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა.

ინსტაგრამზევე ნახავთ ფოტოებს უკრაინელი ცნობილი მომღერლის ჯამალას ქორწილიდან, რომლის სადედოფლო კაბაზეც ქართველმა დიზაინერმა იმუშავა.

პირველი საქორწინო კაბა კი ძალიან პატარამ შექმნა და თავის ერთ–ერთ გამორჩეულ თოჯინას, ბარბის მოარგო. მაშინ სულ რაღაც ექვსი წლის იყო. ხუმრობს, – ამ ასაკში უკვე 200 მოდელი მყავდა და თითოეულს ჩემს მიერ შეკერილი სამოსი ეცვაო. მოდელების როლს თოჯინები ირგებდნენ. პატარა ბიჭს უკვე თავისი სამყარო და დიდი ოცნება ჰქონდა.

უყვარდა და სიამოვნებდა რასაც აკეთებდა. სწამდა რომ დადგებოდა დრო, როცა „მაღალ მოდაში“ დაიმკვიდრებდა ადგილს.

წლების შემდეგ ბარბის თოჯინები ნამდვილმა მოდელებმა შეცვალეს. სადედოფლო კაბებიც ნამდვილ დედოფლებს მოარგო და ბავშვობის ოცნებასაც ნაბიჯ–ნაბიჯ მიჰყვა. ბიჭოლა ჟურნალისტებისთვის ყველაზე სასურველი და ამავდროულად, ყველაზე მოუხელთებელი რესპონდენტია, თუმცა BeBide.ge ამ შემთხვევაში გამონაკლისია და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩვენი მკითხველისთვის მომზადდა.

ბიჭოლა თეთრაძე: „რასაც ვაკეთებ ყველაფერი გულიდან მოდის, თავდაუზოგავად ვშრომობ და ჩემს საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, მიყვარს, მსიამოვნებს და ენერგიას მმატებს ჩემი საქმე. როცა გიყვარს და გულით აკეთებ ყველაფერი ისე გამოდის, როგორც ჩაფიქრებული გქონდა, მჯერა, რომ კეთილ ადამიანებს ყველა ოცნება აუხდებათ ბევრი შრომის შედეგად. ასე გულით ვმუშაობ სადედოფლო კაბის შექმნის დროსაც. წაიკითხეთ სრულად: 

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •