3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა.

დათო მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი და ლევან ქელეხსაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედალი ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ +90კგ წონით კატეგორიაში დათმო, სადაც მამუკა კორძაიამ ბრინჯაო აიღო.

ხუციშვილმა (80კგ) ტურნირზე ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელი რადულოვი 4-2 დაამარცხა, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოუგო.

90 კგ წონით კატეგორიაში კი დათო მარსაგიშვილმა მსოფლიო სერიაში არცერთ ტურნირზე არ დაუთმო პირველობა არავის. მსოფლიო სერიების ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა, ის პლაჟის ჭიდაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედაც დაასახელა.

საქართველოს პლაჟის ჭიდაობის ნაკრებმა, ზაგრებამდე, რიოში გამართულ მსოფლიო სერიის ეტაპზე ოთხიდან ოთხი ოქრო მოიპოვა.

  • 436
  •  
  •  
  •  
  •