ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

საქართველოს ნაკრების წევრი, დათო მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა.

ჯემალ კილაძის შეგირდები 7-8 სექტემბერს მსოფლიოს სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე ჩვენმა ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში სულაც 100% იანი შედეგით ოთხი მონაწილიდან ოთხი ჩემპიონით დაასრულა ასპარეზობა.

ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

აღსანიშნავია, რომ დავით მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს. ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქართველი ფალავნის საუკეთესო გდებების კოლაჟიც აქვს გაკეთებული, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს – “არის დათო მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობის ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავე”?

  • 35
  •  
  •  
  •  
  •