EXCLUSIVE მეტი, ვიდრე საოცნებო საქორწინო კაბა

ექსკლუზიური ამბები AVTANDIL-ის სახელოსნოდან – „ადამიანებს ვარჩევ ენერგეტიკით, ძალიან რთულია მიაღწიო იქამდე, რომ კაბა მე შეგიკერო“

ექსკლუზიური ამბები AVTANDIL-ის სახელოსნოდან – „ადამიანებს ვარჩევ ენერგეტიკით, ძალიან რთულია მიაღწიო იქამდე, რომ კაბა მე შეგიკერო“

ავთანდილ ცქვიტინიძე: „ადამიანი ვინც აირჩიე, რომ შენ გვერდით იყოს, მთავარია აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა და აუცილებლად გამოვა კაბაც, ცხოვრებაც და აბსოლუტურად ყველაფერი…“

რა დეტალებს ითვალისწინებს ყველა დროის ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი დიზაინერი საქორწინო კაბის შექმნისას, რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და როგორია წესები, რომელიც ავთანდილთან მისულმა სადედოფლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს?

ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი დღის საოცნებო კაბებზე თავად ავთანდილი მოგითხრობთ, მისგანვე მიიღებთ საჭირო რჩევებს, რომელიც წყვილის ბედნიერი მომავლისთვის აუცილებელია.

– რა არის მთავარი, როდესაც ავთანდილი სადედოფლო კაბას ქმნის?

– პირველ რიგში, აბსოლუტურად ყურადღებით უნდა მოუსმინო დედოფლის ოცნებას კაბაზე. მერე, ეს ოცნება თვალით უნდა მოარგო და რეალიზება გაუკეთო. უნდა გაითვალისწინო მისი ხასიათი, ვიზუალი, როგორი ტიპის ქორწილი იქნება, სად ტარდება ეს ქორწილი – დახურულ შენობაში თუ ღია სივრცეში…  მხოლოდ ახალგაზრდული იქნება, თუ ყველასთვის,  სოცრად ბევრი სტუმარი თუ ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან… თავიდან ამ ყველაფერზე მუშაობ, შემდეგ კი ესკიზების კეთებას იწყებ და მის ოცნებას შენებურ რეალიზებას უკეთებ.

როცა წინასწარ ხედავ როგორ იქნება მისი ვიზუალი მომგებიანი და ამას სწორად აწვდი, ყოველთვის გეთანხმებიან. შედეგად ეს უნდა იყოს კაბა, რომელიც იმაზე გაცილებით უკეთესი ვერსია იქნება, რაც მას უნდოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთან მომზადებული ადამიანები მოდიან, იციან სად მიდიან, იციან, რომ თანხის დიდ წილს, სიმშვიდეში იხდიან, მე არასდროს ვანერვიულებ დედოფალს. თუმცა, მაქვს ჩემი წესებიც.  წაიკითხეთ სრულად:

ავტორი: დეა თავბერიძე

 

 

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •