კრისტი ყიფშიძის საქორწინო კაბები და ცხოვრების მამაკაცი

ის საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავჯერ ჩაუცვამს საქორწინო კაბა

ის საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავჯერ ჩაუცვამს საქორწინო კაბა.

ეს მოდელის მრავალწლიანმა კარიერამ და სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობამ განაპირობა… დღესაც, ცნობილი დიზაინერები, მოდის კვირეულებზე წარსადგენად, საფინალო, მთავარ კაბას ე.წ შეუცვლელ მოდელს, კრისტი ყიფშიძეს ანდობენ.

„სხვადასხვა ჩვენებაზე იმდენჯერ მეცვა საქორწინო კაბა, რომ საკუთარ ქორწილში დედოფლად ვერც აღვიქვი თავი“, – ხუმრობს კრისტი. იმის მიუხედავად, რომ უკვე 25 წელია, პოდიუმზე დგას, ის კვლავ დიზაინერების რჩეულ მოდელად რჩება.

კრისტი ყიფშიძე: იმდენად მიყვარს ჩემი საქმიანობა, არასდროს მიფიქრია, მივატოვო და წამოვიდე. ძალიან ორგანულია ჩემთვის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. რაც უნდა მოხდეს, რამდენი დროც უნდა გავიდეს, ვერ შეველევი, არც არავინ მიშვებს. ძალიან მიყვარს – უფრო მეტია, ვიდრე საქმე და პროფესია.

რაც შეეხება საქორწინო კაბას, პირველად, ავანგარდული მოდის ჩვენებაზე ჩამაცვეს. თეთრი და ულამაზესი იყო. ნოემბერში 25 წელი ხდება, რაც პოდიუმზე ვარ და წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში, რამდენი კაბა მეცვა და აქედან რამდენი – საქორწინო. დაახლოებით, 1000–მდე, ალბათ… წაიკითხეთ სრულად: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: დეა თავბერიძე

  • 3
  •  
  •  
  •  
  •