იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ვაპირებთ

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ახლადარჩეული პრეზიდენტის და წარსულში, ლეგენდარული ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის, იასუჰირო იამასიტას განცხადებით,  ტოკიო-2020 ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას აპირებს.

“ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე 27 ივნისს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ჩემი არჩევა მეტად მოულოდნელი იყო. სამი-ოთხი თვით ადრე ყველა მეუბნებოდა: „იამასიტა, შენ ამას უნდა დათანხმდე. უარის თქმა არ შეიძლება. ამას მხოლოდ შენ გაუმკლავდები. მართალია, ეოკ-ის ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ თანამდებობაზე მუშაობის ორი თვის განმავლობაში ყველა მეხმარებოდა – მეგობრები, კოლეგები, იაპონელი ხალხი. გვინდა, რომ ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშები ჩავატაროთ”, – განაცხადა იამასიტამ.

იამასიტა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალ სტუმრებს იაპონიის სიცხესთან გასამკლავებლად რჩევებსაც სთავაზობს.

“აუცილებელია, თან იქონიოთ წყალი. უმჯობესი იქნება, თუ ოლიმპიური თამაშებისას პიჯაკებს და ჰალსტუხებს დაივიწყებეთ. მოიმარაგეთ მსუბუქი ტანსაცმელი. და კიდევ, იაპონიაში სიცხისგან თავდასაცავად ვიყენებთ ქოლგებს. ჩვენთან ქოლგას იყენებენ როგორც წვიმაში, ისე სიცხეში”, – აცხადებს იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

“ტოკიოში ახლახანს დამთავრებულ ძიუდოიდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლეგენდარული იამასიტა საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო და მასთან ურთიერთობის საშუალება მიეცა ძველი თუ ახალი თაობის სახელოვან ფალავნებს. ერთ-ერთი მათგანი იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური, რომელიც ტოკიოში ახლდა საქართველოს ნაკრებს (სხვათა შორის, იამასიტა და ხუბულური 1979 და 1981 წლებში ერთდროულად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები: ხუბულური 95 კგ წონაში, იამასიტა – მძიმე წონაში). მათ მეგობრულად მოიკითხეს ერთმანეთი და ძველი ამბები გაიხსენეს, – იუწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •