შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს დღეს წარუდგენს

საქართველოს მთავრობს განახლებულ შემადგენლობას პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია პარლამენტს დღეს წარუდგენს.

ამის შესახებ გახარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში უმნიშვნელო ცვლილებები იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარია მამუკა ბახტაძის შემცვლელად დაასახელა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •