ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა.

შესაბამისი განცხადება ივანიშვილმა პარტიის ოფისში გააკეთა და მამუკა ბახტაძეს, პოსტიდან კულტურულად წასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დაიმსახურა.

მამუკა ბახტაძემ, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •