ნურ სულთანის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება

ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის თამაშების საგზურს ავტომატურად მოიპოვებს

2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

გარდა იმისა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების 10-10 კაციანი შემადგენლობა პლანეტის უძლიერესის ტიტულისთვის იბრძოლებს, 6 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში, ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს.

ყაზახეთის დედაქალაქში, 14-22 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო პირველობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.

ოლიმპიური კვალიფკაციის გარდა, 2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგები, პირველად ისტორიაში, რეიტინგში მთელი სეზონის განმავლობაში  თითოეულ წონით კატეგორიაში ტოპ ოთხეულს განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხი საუკეთესო მოჭიდავე, წლის განმავლობაში განთესილი იქნება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პლანეტის პირველობაზე 14 სექტემბრიდან ჩაერთვება და გამოსვლას 17 სექტემბერს დაასრულებს, რასაც შემდგომ ქალთა ჭიდაობა მოჰყვება. დასკვნითი ნაწილი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების იქნება. გიორგი იანტბელიძის გუნდი ასპარეზობას ნურ სულთანში 19 სექტემბერს დაიწყებს.

ქართველ მოჭიდავეებს, ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად სულ სამი ტურნირი ექნებათ. გარდა ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისა, 2020 წელს, საკონტინენტო საკვალიფიკაციო ტურნირები 19-22 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტსა და 30 აპრილი – 3 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაშია ჩანიშნული.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დასკვნით შეკრებას ბორჯომში გადის, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ბექა როყვას გუნდის მსგავსად, დღეს შეიკრიბნენ დუშეთის ბაზაზე.

ორივე გუნდის თავკაცი, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელთა ვინაობას ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე დაასახელებს, თუმცა, ორივე ნაკრების მწვრთნელებს ძირითადი მონახაზი უკვე მზად აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ასეთია:

Schedule: 2019 Senior Wrestling World Championships

Saturday, September 14
GR – 55-63-72-82kg

Sunday, September 15
GR – 55-63-72-82kg
GR – 67-87-97kg

Monday, September 16
GR – 67-87-97kg
GR – 60-77-130kg

Tuesday, September 17
GR – 60-77-130kg
WW – 50-53-55-72kg

Wednesday, September 18
WW – 50-53-55-72kg
WW – 57-59-65-76kg

Thursday, September 19
WW – 57-59-65-76kg
WW – 62-68kg
FS – 57-65kg

Friday, September 20
WW – 62-68kg
FS – 57-65kg
FS – 70-74-92-125kg

Saturday, September 21
FS – 70-74-92-125kg
FS – 61-79-86-97kg

Sunday, September 22
FS – 61-79-86-97kg

  • 177
  •  
  •  
  •  
  •