მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილი ხვალ გახდება

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით, ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება.

ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში „ტექნოპარკში“ მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, გიდასტურებთ კონსულტაციებს. კონსულტაციები უნდა დასრულდეს პრემიერის კანდიდატთან დაკავშირებით. დღესაც იქნება და ხვალ დილითაც და შემდეგ მოხდება საზოგადოების ინფორმირება. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ვინ იქნებიან კანდიდატები მინისტრთა კაბინეტში. ეს არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა და მან უნდა გააჟღეროს ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ექსპრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით, ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •