მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის პოსტს არ ჩაიბარებს

საქართველოს ექსპრემიერი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ უარჰყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მინისტრთა კაბინეტში დარჩება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს.

ბახტაძის განმარტებით, ის რჩება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად, თუმცა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი მას აღარ აქვს.

“მე ყველანაირ თანამდებობაზე უარს ვამბობ. ვიქნები მხოლოდ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში და ამ ეტაპზე არ ვგეგმავ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე „საქართველოს რკინიგზას“ უბრუნდება.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •