მამუკა ბახტაძე: ჩემი გადადგომა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე უარჰყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა იყო.

ექსპრემიერი განმარტავს, რომ მისი გადწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მათი მხრიდან, ამაზე საჯაროდ საუბარი, პოლიტიკური კორექტულობის საქმე იყო.

„ჩემი გადადგომა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა. ამაზე საუბარი მე დავიწყე გაზაფხულის ბოლოს და კონსულტაციები რამდენიმე თვეა გრძელდება. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთანაც მქონდა ამაზე შეხვედრა. თუკი ისინი ამას არ ადასტურებდნენ, სიმართლეს ამბობდა ყველა. კონსულტაციის დაწყება არ ნიშნავს, რომ ის დასრულდება იმ შედეგით, რაზეც დაიწყო კონსულტაცია. ეს პოლიტიკური კორექტულობის ამბავია და ძალიან მარტივია. ამას არანაირი დირექტივა არ სჭირდება. გადაწყვეტილება როდესაც არ არის მომწიფებული და საბოლოო, ამაზე კომენტარის გაკეთება მართებული არ არის“, – განაცხადა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვლის თუ არა მას შს მინისტრი, გიორგი გახარია, ბახტაძე განმარტავს, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ამას პირველი მედიასაშუალებები შეიტყობდნენ.

  • 34
  •  
  •  
  •  
  •