ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100+კგ) უმედლოდ დარჩა.

იმის ფონზე, რომ ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, იაპონელ ჰარასავასთან დიდ უპირატესობას ფლობდა, ძალიან მოულოდნელი გამოდგა მისი მარცხი და კიდევ უფრო მოულოდნელი ის, რომ მან მედლის მოპოვება საერთოდ ვერ მოახერხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი კი ლუკა მაისურაძემ (-81კგ) დაიკავა.

  • 24
  •  
  •  
  •  
  •