კენიელი სპორტსმენი თავს ქალად ასაღებდა

საავადმყოფოში შეპარული სპორტსმენი პოლიციამ მედდის ყალბი საშვით ამხილა

მთელმა მსოფლიომ იცის, სამხრეთ აფრიკელი მძლეოსნის, სიმაღლეზე მხტომელი კასტერ სემენის ისტორია – სხეულში ტესტოსტერონის მაღალი დონის მქონე „გოგონა“ იბრძვის სხვა უცხოელ სპორტსმენებთან ერთად უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად და იმარჯვებს ქალებს შორის შეჯიბრებებზე.

ერთი ისტორია კენიიდან ძალიან ჰგავს სემენის ისტორიას. კენიელმა მორბენალმა, შიის ჩეპკოსგეიმ 2016 წელს, საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოდან 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმ ნივთიერებების გამოყენებისთვის, რომელიც სპორტსმენების შედეგების ეფექტურობას აუმჯობესებს, უფრო ზუსტად კი – აკრძალული პრეპარატებისთვის.

მალაიზიაში მიმდინარე მარათონის ნახევარფინალის შემდეგ, შიის ჩეპკოსგეი დოპინგ-ტესტზე შეიყვანეს. ტესტირებამ მის სხეულში ტესტოსტერონის, ანდროესტერონისა და ეთიოქოლანონის ძალიან მაღალი დონე აჩვენა. 4 წლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, კენიელი დიდ სპორტს უნდა დაბრუნდებოდა.

2019 წლის 4 ივნისს, შიის ჩეპკოსგეი ნაირობის საავადმყოფოში ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. მორბენალმა მედდის სამკერდე ნიშანი გააყალბა და არარსებული სახელი, პამელა მულუპი დაიწერა, მაგრამ ამ სახელისა და გვარის საავადმყოფოს თანამშრომელთა სიაში არავინ იყო.

პოლიციამ ის განყოფილებაში გადაიყვანა და სწორედ იქ შეიტყვეს სამართალდამცავებმა, რომ მათ წინ მამაკაცი იდგა.

უკვე შემდგომ, სასამართლო პროცესზე შიის ჩეპკოსგეიმ აღიარა, რომ სინამდვილეში მამაკაცი იყო და მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჰილარი კიპრიოტიჩია.

“მე დავიბადე მამაკაცად, მაგრამ როდესაც ვრეგისტრირდებოდი სპორტულ ტურნირებზე, მე ქალი გავხდი”, – განაცხადა კიპრიოტიჩმა სასამართლოზე.

იმ წლების განმავლობაში, როდესაც კენიელი აქტიურ სპორტში გამოდიოდა, მან მონაწილეობა სამ დიდ მარათონზე მიიღო – მალაიზიაში, მაროკოსა და ტანზანიაში და ყველა შეჯიბრი მოიგო.

21 ივნისს, შიის ჩეპკოსგეი გაასამართლეს და სიღრმისეული სამედიცინო შემოწმებისთვის ის კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •