გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტოკიოში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალამდე ყველა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ფინალის საგზურისთვის თუშიშვილი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეერკინა და დაწყების მომენტიდან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა დაპირისპირების დასრულებამდე 1 წუთი და 20 წამით ადრე, ჰარასავას მოძრაობაზე ჩაყვა, მსაჯებმა კი იპონი დააფიქსირეს.

ამრიგად, გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და ის ჰოლანდიელ როი მაიერს შეერკინება.

  • 13
  •  
  •  
  •  
  •