ქართული მხარე დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ხვდება

სოფელ ჩორჩანასთან, ამ წუთებში ქართული მხარე დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე, უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ  ქართულ მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება კონსტრუქციულ რეჟიმში სურს.

“ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის”, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან, ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე ულტიმატუმი წამოუყენეს.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •