ევროკომისია, სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, – ნათქვამია  განცხადებაში.

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან, ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე ულტიმატუმი წამოუყენეს.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •