ჩორჩანასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი  ვითარების სრული დეესკალაცია და განმუხტვა იყო.

“შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან, ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე ულტიმატუმი წამოუყენეს

  • 9
  •  
  •  
  •  
  •