შსს-მ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით”, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი

🆘 სათვალთვალო კამერამ თბილისში 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა ❌ უფრო მეტს ამ თემაზე წაიკითხავთ აქ 👉 https://bit.ly/2ZttUPV↪ მცირეწლოვანის ოპერაცია დასრულდა – ნახეთ რა მდგომარეობაშია დაჭრილი 3 წლის ბიჭი https://bit.ly/2Zmgk5y

Posted by TV 25 on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

  • 15
  •  
  •  
  •  
  •