გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართა.

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ, 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

“ტვ  პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. საგამოძიებო უწყება მას  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •