“არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი” – ძიუდოს ევროპული გაერთიანება ლუხუმ ჩხვიმიანს გაეხუმრა

“არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი”(“Don’t make the world champion Lukhumi Chkhvimiani angry. #judoworlds) – ასე გაეხუმრა ძიუდოს ევროპული გაერთიანება მსოფლიოს ახალ ჩემპიონს -60 კგ წონით კატეგორიაში, ქართველ ლუხუმ ჩხვიმიანს.

ევროპულმა გაერთიანებამ ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სახალისო წარწერა აქვს გაკეთებული – “ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური”?

ლუხუმ ჩხვიმიანმა, ტოკიოში, 25 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უზბეკი ლუტფილაევი იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

  • 23
  •  
  •  
  •  
  •