ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ).

ქართველმა ფალავანმა პლანეტის პირველობაზე 5 შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. 1/4 ფინალში, ჩხვიმიანმა ჩინური ტაიპეის წარმომადგენელს, ვენ იანგ იუნგს სძლია და ფინალში გასასვლელად იაპონელ ნაგაიამასა და ყაზახ სმეტოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

  • 165
  •  
  •  
  •  
  •