გარდაიცვლებით თუ არა უახლოეს 5-10 წელში? პასუხს კითხვაზე სისხლის ანალიზის საშულებით მიიღებთ

მეცნიერების თქმით, "სიკვდილის ინდექსი" განაჩენი არ არის. ეს მხოლოდ რისკების წინასწარ შეფასებაა

ჰოლანდიელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა სისხლის ანალიზის ეხება, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აფასებს, არამედ აჩვენებს, ემუქრება თუ არა პაციენტს სიკვდილი უახლოეს 10 წელიწადში.

მასშტაბური კვლევების დროს, მეცნიერებმა 18-დან 109 წლამდე ასაკის 44 ათას 168 ევროპელის სისხლის ნიმუში შეისწავლეს და 14 ბიომარკერი გამოავლინეს, რომლებიც ლეტალურ შედეგს წინასწარმეტყველებენ – იქნება ეს გულის იშემიური დაავადება თუ ფილტვის კიბო. ამ ბიომარკერების საფუძველზე, შემუშავდა ე.წ. „სიკვდილის მარკერი“, რომელიც 83%-ზე მეტი სიზუსტით ხასიათდება. კვლევის დეტალური შედეგები ჟურნალ Nature Communication-ში გამოქვეყნდა.

ამასთან, კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „სიკვდილის ინდექსის“ მაღალი მაჩვენებელი არ უნდა იყოს მიღებული, როგორც სასიკვდილო განაჩენი. ბიომარკერები მხოლოდ აფასებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიუთითებენ ამა თუ იმ სახიფათო დაავადების გაჩენის რისკზე. ამ რისკის შემცირება კი შესაძლებელია, თუ ცხოვრების წესს შეცვლით.

ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის ზოგიერთ მაჩვენებელს, როგორიცაა, ვთქვათ, ქოლესტერინის დონე ან სისხლის წნევა, ექიმები, უკვე დიდი ხანია, რისკფაქტორების შესაფასებლად იყენებენ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს მაჩვენებლები პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული და არ შეიძლება მათ უნივერსალურად გამოყენება.

მეცნიერთა ჯგუფმა ნიდერლანდებიდან გადაწყვიტა, ეპოვა ბიომარკერები, რომლებიც უფრო ზუსტად იწინასწარმეტყველებდნენ სამომავლო დიაგნოზს – ასაკის ან სქესის მიუხედავად. და მათ ეს შეძლეს. ეს იყო ყველაზე მასშტაბური კვლევა, რაც ამ სფეროში ოდესმე ჩატარებულა.

წყარო: BBC

  • 11
  •  
  •  
  •  
  •