როგორი იქნება 2019-2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდა

17 მოდური ტრენდი, რომელსაც მსოფლიო დიზაინერები გვთავაზობენ

2019-2020 წლების შემოდგომა/ზამთარი მოდის სამყარომ უკვე კონტრასტების ეპოქად შეაფასა. ერთის მხრივ, დიზაინერების შთაგონების წყარო ფრანგული ბურჟუაზია გახდა. მეორე მხრივ კი, ჰაერში პანკური სურნელი ტრიალებს, თავისუფალი და მეამბოხე ქალის სილუეტით. ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული გავლენა საერთო მახასიათებელში ერთიანდება –  ავანსცენაზე გამოდის თანამედროვე ქალი და არა მიუღწეველი იდეალები!

წარმოგიდგენთ 2019-2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მთავარ მოდურ ტენდენციებს:

ბურჟუა

ბალენსიაგას, ჰედი სლიმანის და ბარბერის კოლექციები ცხადყოფს, რომ კონცეპტუალური მოდის შემდეგ, სცენაზე ისევ ელეგანტური სტილი გამოდის. ეს გვიანი 70-იანების და ადრეული 80-იანების ბურჟუაზიული ხაზია – დახვეწილი სილუეტები skirt-cum-culottes კაბა-შარვლით, ბლეზერით, მკვეთრად პლისირებული შარვლით და მკაცრი სტილის ე.წ. trench coat ლაბადით.

პანკური სული

ალესანდრ მაკ-ქუინი, პრადა და ლუი ვიტონი მოდაში პანკურ სულს აბრუნებენ.

ამ სილუეტების მიღმა მეამბოხე, თვითმყოფადი და შთაგონებით სავსე ქალები დგანან. ისინი არაფრით შეეგუებიან თავისუფლების დაკარგვას.

80-იანები

ამ ზამთარს 1980-იანი წლები ბრუნდება ბრჭყვიალა ტანსაცმელი, ზედატანი დიდი ზომის მხრებით და ღამის კლუბის სტილი à la Studio 54. სწორედ ასეთია სენ ლორენი ანტონი ვაკარელოს დიზაინით, ალბერტა ფერეტის და იზაბელ მარანტის კოლექციები.

HOUNDSTOOTH

შანელის, გუჩისა და დოლჩე და გაბანას სილუეტებში მთავარი ე.წ. ძაღლის კბილისებრი პრინტია, მკვეთრი კონტრასტებით და რეტრო განწყობით.

ლაბადა

მიუ მიუს, მარკ ჯეიკობსისა და ჰედი სლიმანის მიერ შემოთავაზებული სტილი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს, გამოიყურებოდეს თანამედროვედ და ამავე დროს, კლასიკურად. ამ მიზნით, დიზაინერებმა ავანსცენაზე დააბრუნეს ლაბადა – ეფექტური და კომფორტული, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე საღამოს ჩასაცმელად.

Check

დიორი, ბარბერი და გუჩი სხვადასხვა ვარიაციის შესაძლებლობებს გვთავაზობენ. ფართო კუბოკრული ქსოვილი და ფერთა გამა თავდაჯერებულობის მოპოვების საუკეთესო გზაა.

ცხვრის ტყავის ქურთუკი

ეს სტილი ზამთარში თითქმის ყოველთვის ტრენდულია. ამ სეზონზე ის კიდევ უფრო ნატურალურად გამოიყურება, ჰედი სლიმანის, ქლოის და იზაბელ მარანტის ენერგიული, ურბანული და მოკლე ვერსიებით.

მხრის ბალიშები

ბრუნდება 1980-იანი წლების სტილი. გახადეთ თქვენი მხრები კრეატივის მწვერვალი, ოთხკუთხედი, ვიწრო ან უსაშველოდ დიდი ბალიშებით. სწორედ ამას გვთავაზობენ სენ ლორენი, პარიზული ბრენდი Y/Project და ჟივანში.

ნეონი

ნეონის ტრენდი 1980-იანი წლების, რეივ-კულტურისა და ბირთვული აპოკალიფსის ინსპირაციითაც კი არის ნაკარნახევი. მკვეთრი, მყვირალა ფერები ყურადღებას პირველი შეხედვისთანავე იქცევს. „რა მინდა? ადამიანების შოკირება და მათი იძულება, ჰქონდეთ რეაქცია“, – როგორც ეს ივ სენ ლორანმა თქვა, 1971 წელს მისი სკანდალური კოლექციის ჩვენების შემდეგ. ახლა ამასვე იმეორებს ბალენსიაგა, ანტონი ვაკარელოს სენ ლორენი და ქრისტიან ქოუვენი.

კუტურიეს ატელიე

ტუქსედო ბრუნდება. ამჯერად, მთავარი კუტურიეების ხელობაა, გამოკვეთილი მხრებით და განუმეორებელი, პატარა დეტალებით – სწორედ ისე, როგორც ეს   ალექსანდრ მაკ-ქუინის, ჰედი სლიმანის და ჟივანშის კოლექციებშია წარმოდგენილი.

პოპ ბუმბული

ჰოლივუდის ოქროს ხანა – გლამური, ღია ფერის ბუმბულები შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, რომ არც კი დაფიქრდეთ, – ასე გვირჩევენ ვალენტინო, სენ ლორენი და ლოევე.

ბეწვი

ბეწვი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტენდენცია – მოდის სამყაროში მისი მნიშვნელობა დიდია, ბუნების დამცველთა მზარდი პროტესტის პარალელურად.  2019-2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდა ხაზს უსვამს მის მრავალფეროვნებას, მაიკლ კორსის წითელი ქურქით, სტელა მაკარტნის ნატურალური არტ-ლუქითა და მოსკინოს გლამურული სატირით.

PREPPY

სპორტული ლუქის პირდაპირი შთამომავალი – შეკრული ჰალსტუხი, კაბა-შარვალი, ტვიდი და მოკასინები. ასეთია ეტროს, გუჩისა და ჰედი სლიმანის შემოთავაზება 2019-2020 შემოდგომა/ზამთრისთვის.

გადაჭარბებული მოცულობა

ამ სეზონში აქტუალური ხდება ზომის საკითხი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მხრებს და სახელოს. ბოტეგა ვენეტას, ბალენსიაგასა და ალექსანდრ მაკ-ქუინის მიერ შექმნილი ნამუშევრები ცოტათი ბუშტს ჩამოჰგავს, რბილია, ნაზი და მკვეთრი კონტურებით.

დომინატრიქსი

შავი ტყავი, ვინილი, გალია და კორსეტი – ალექსანდრ მაკ-ქუინის, ლუი ვიტონისა და ვერსაჩესთვის ეს დეტალები ზამთრის ახალი სეზონის მოდური სტილის ინსპირაცია გახდა.

კლიმატის ცვლილება

ქომ დი გარსონმა, მარინ სერმა და ბალენსიაგამ გადაწყვიტეს, შეექმნათ კომფორტული სამოსი ახალი გამოწვევებისთვის, როგორც პირდაპირი პასუხი კლიმატის კრიზისულ ცვლილებებზე, რადიოაქტიური დისტოპიის შემთხვევაში.

ქალის თეთრეული

ფენდიმ, ქლოიმ და ბარბერიმ გადაწყვიტეს, რომ ქალის თეთრეული მხოლოდ ღამისთვის არ არის. შეგიძლიათ, დღისითაც მოიხმაროთ – რეტრო-ვიტნაჟური სილუეტი მაქმანებით და ბავშვი-თოჯინის დეტალებით.

წყარო: Vogue.fr

  • 2
  •  
  •  
  •  
  •