“მთავარი არხი” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ოქტომბერიდან დაიწყებს

ნიკა გვარამიამ საზოგდოებას "მთავარი არხის" ლოგო გააცნო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საზოგადოებას ახალი ტელევიზიის ლოგოტიპი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წარადგინა.

როგორც გვარამია წერს, მისი ავტორი, P.S.-ს ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნიაა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” კი ჟურნალისტებისგან იცლება. ამ დროისთვის, “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ არხი უკვე დატოვა, “რუსთავი 2”-დან წავიდნენ სხვადასხვა გადაცემის წამყვანები და ტექნიკური პერსონალი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან ხელშეკრულებებს უკვე ორშაბათიდან გააფორმებს, გავრცელებულ ინფორმაციით, “მთავარი არხი” კი, მაუწყებლობას სავარაუდოდ ოქტომბერში დაიწყებს.

  • 50
  •  
  •  
  •  
  •