“საბურთალო” “აჭარაბეთთან” და “კრისტალბეთთან” სპონსორობაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მალე ახალი სპონსორი ეყოლება.

“რეკორდერს” კლუბში დაუდასტურეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე გემბლინგ კომპანიასთან, მათ შორის არიან “აჭარაბეთი” და “კრისტალბეთი”.

გუნდში ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა და გუნდს ახალი სპონსორი ეყოლება.

“საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი შეხვედრის ჯამში სომხურ “არარატ-არმენიასთან” დამარცხდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.

 

  • 39
  •  
  •  
  •  
  •