ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის გადასახვევიდან დაბა ნარუჯის გავლით, ლაითურის ცენტრამდე დამაკავშირებელი 7 280 გრძივი მეტრი გზის მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა, შპს “გზამშენი18” ახორციელებს.

სარეაბილიტაციო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო.

გზის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

  • 190
  •  
  •  
  •  
  •