“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” მატჩის შემდეგ, მსაჯს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

"საბურთალოს" უეფასგან სანქციები ელის

ინციდენტი მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც ქართული გუნდი 0:2 დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა, მსაჯებს გულშემატკივრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მაშინ, როდესაც ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოედანს ტოვებდა, გულშემატკივრმა მათ მიმართ ბლაგვი საგნები ისროლა. წყლიანი ბოთლი კი მატჩის მთავარ არბიტრს გულმკერდის არეში მოხვდა, რის გამოც, “საბურთალოს” უეფასგან საკმაოდ მკაცრი სანქციები ელის.

მსაჯების ინციდენტის შემდეგ, შეხლა-შემოხლა იყო გულშემატკივარსა და სტიუარდებს შორისაც.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, “არარატ-არმენიას” გასვლაზე 1:2 მოუგო, შინ კი 0:2 დამარცხდა ევროსარბიელს დაემშვიდობა.

ფოტო: საბურთალო

  • 82
  •  
  •  
  •  
  •