ოზურგეთში “გომისმთობის” დღესასწაული აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ა.(ა).ი.პ. “კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის” ორგანიზებით კურორტ გომისმთაზე “გომისმთობის” სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: “კოლხას,” “შვიდკაცას,” “ლაშა-გიორგის,” “ედელვაისის,” “ზენაარის,” და “ვახტანგურის” კონცერტი.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს უზარმაზარი პოტენციალის მქონე სამთო კურორტზე ვიმყოფებით, რომელიც ძალიან მალე გახდება ჩვენი მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი. დაწყებულია 18 კილომეტრიანი გზის პროექტირება, ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა, დასრულებულია წყლის სისტემის მონტაჟი, განახლდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, გილოცავთ გომისმთობის დღესასწაულს და მადლობას გიხდით ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს, რომ არჩევანი სწორედ ჩვენს კურორტზე გააკეთეთ”, – აღნიშნა მერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 152
  •  
  •  
  •  
  •