გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქართველი ფიგურული მოციგურავეების წარმატებული სტარტი ახალ სეზონზე

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, NRW Summer Trophy 2019 ქართველმა მოციგურავეებმა, სპორტული ცეკვების კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს.

ეს პირველი ოფიციალური სტარტი იყო მოციგურავეებისათვის ახალ სეზონზე.

იუნიორთა კატეგორიაში თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა სპორტულმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ.

ქართველი წყვილისათვის ეს პირველი სტარტი იყო ახალ სეზონზე და იგი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. 7 ქვეყნის 12 მოციგურავეს შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი დაიმსახურეს და შესაბამისად საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ქართველი მოციგურავეებისათვის დორტმუნდში გამოსვლის მთავარი მიზანი მსაჯების წინაშე ახალი პროგრამების პირველად წარდგენა და სპეციალისტების შეფასებები გათვალისწინება იყო. სეზონის დასაწყისში, მაშინ როცა ახალი პროგრამები ჯერ კიდევ მოდიფიცირების ეტაპს გადიან, ყოველ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამების ტექნიკური ელემენტებისა და საშემსრულებლო კომპონენტების სრულყოფის მიზნით.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ქართველ მოციგურავე წყვილს ულოცავს ახალი სეზონის შედეგიან დასაწყისს და გრან -პრის მათთვის პირველ ეტაპზე, რომელიც, სექტემბრის დასაწყისში, ქალაქ რიგაში გაიმართება.

  • 15
  •  
  •  
  •  
  •