ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და “მაესტროს” მრავალმილიონიანი ვალი აქვთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანიებს – “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ.

მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების დავალიანების საკითხი უნდა გადაწყდეს და დაგროვილი გადასახადების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

“რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის “იმედი” “რუსთავი 2” და “მაესტრო”. “რუსთავს” აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, “იმედს” 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •