უეფამ “დინამო თბილისის” მიმართ მკაცრი სანქცია არ შეცვალა

"ფეინოორდთან" მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “დინამო თბილისის” აპელაცია, მათ მიმართ გამოტანილი მკაცრი სანქციის შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

გუნდი ამ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

“სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის”,- ნათქვამია განცხადებაში.

უეფამ “დინამო”, გაბალაში, ფანების მიერ გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს.

“დინამო თბილისსა” და “ფეინოორდს” შორის დაპირისპირება, 15 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

  • 60
  •  
  •  
  •  
  •