“ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა

კიბერშეტევის გამო, არხი ამ დრომდე პარალიზებულია

ტელეკომპანია “ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა.

ამის შესახებ განცხადებას არხი თავად ავრცელებს.

“დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •