ქართველმა მოსწავლეება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა.

ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მედლამდე ცოტა დააკლდა გუნდის მეოთხე წევრს დავით ხვედელიძეს.

გუნდს თან ახლდნენ მწვრთნელები: გუნდის ლიდერი პროფ. გიორგი მანდარია, ლიდერის მოადგილე ზაზა გამეზარდაშვილი და გუნდის ასისტენტი გურამ ქოთოლაშვილი. საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •