ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ), ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ).

მამაკაცებიდან, კლუჟში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ) მონაწილეობდა, რომელიც ასევე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •