მნიშვნელოვანი ოთხშაბათი: “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასასვლელად ემზადება

საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფის საგზურს, დიდი ალბათობით, ხვალ გაიფორმებს.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, “არარატ-არმენიასთან” 1:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ, სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

“საბურთალო”, “მიხეილ მესხზე” სომხურ კლუბს ხვალ უმასპინძლებს. ბილეთის ფასი ამჯერადაც ერთი ლარი, მისი გაყიდვა კი სტადიონის სალაროებში დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო.

“საბურთალოსა” და “არარატ-არმენიას” შორის დაპირისპირება, ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

  • 115
  •  
  •  
  •  
  •