ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი 28 მედლით დაასრულეს

7 ოქრო, 6 ვერცხლი, 15 ბრინჯაო  - ასეთია საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების შედეგი

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 28 მედლით დაასრულეს.

7 ოქრო, 6 ვერცხლი, 15 ბრინჯაო – ასეთი შედეგი დააფიქსირეს ქართველმა ფალავნებმა თბილისის გრან პრიზე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალია.

შედეგები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასე გამოიყურება:

57 კგ

ოქრო – ოთარ გოგავა

ბრინჯაო – რამაზ თურმანიძე

61 კგ

ოქრო – ბექა ლომთაძე

ბრინჯაო – მიხეილ ბერძენიშვილი

65 კგ

ბრინჯაო – ცოტნე აბალაკი

70 კგ

ვერცხლი – კონსტანინე ხაბალაშვილი

ბრინჯაო – მირზა სხულუხია,  ლევან ქელეხსაშვილი

74 კგ

ოქრო – გიორგი სულავა

ვერცხლი – გიორგი ბერუაშვილი

79 კგ

ოქრო – ზურაბ ერბოწონაშვილი

ბრინჯაო – ტარიელ გაფრინდაშვილი

86 კგ

ბრინჯაო – სანდრო ამინაშვილი

ბრინჯაო – დათო ფირუზაშვილი

92 კგ

ვერცხლი – ირაკლი მწითური

ბრინჯაო – ბექა ნადაშვილი

97 კგ

ვერცხლი – მამუკა კორძაია

ბრინჯაო – გივი მაჭარაშვილი

125 კგ

ოქრო – გენო პეტრიაშვილი

ვერცხლი –  ალექსი ჟორჟოლიანი

ბრინჯაო – გიორგი შამათავა

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, მათ 7 მედლის აღება შეძლეს, აქედან ორი ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

მათი შედეგები ასეთია:

67 კგ

ბრინჯაო – ნიკა საბანაშვილი

72 კგ

ბრინჯაო – გიორგი ხუჭუა

82 კგ

ოქრო – აივენგო რიკაძე

87 კგ

ვერცხლი – შალვა ხაჩიძე

97 კგ

ბრინჯაო – ალექსი ლოდია

130 კგ

ოქრო – ლევან არაბული

ბრინჯაო – სულხან ბუიძე

  • 801
  •  
  •  
  •  
  •