ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

უეფას გადაწყვეტილებით, "ფეინოორდთან" განმეორებით შეხვედრას "დინამო" მაყურებლის გარეშე ჩაატარებს

უეფას გადაწყვეტილებით, “დინამო თბილისი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას, “ფეინოორდის” წინაღმდეგ, “დინამო არენაზე”, 15 აგვისტოს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ამის მიზეზი კი, უეფას განმარტებით გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88.

როგორც”დინამო თბილისმა” “რეკორდერს” განუმარტა, ბანერზე, არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კომპაქტურადდა ჯგუფურად დაიწყო გუნდის გასვლით თამაშებზე სიარული. სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს ბანერზე დატანილი წელი და სლოგანი – old school.

კლუბში ამბობენ, რომ უეფაში გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრდა და ფოტო/ვიდეო მასალაც გაიგზავნა.

პირველი მატჩი, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, როტერდამში 4:0 წააგო.

  • 74
  •  
  •  
  •  
  •