უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა – “ფეინოორდთან” მაყურებლების გარეშე

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა -ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი, “ფეინოორდთან”, “დინამო არენაზე” მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ამის შესახებ ინფორმაციას “ფეინოორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ჰოლანდიური კლუბი არ წერს იმ მიზეზებზე, თუ რატომ მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება, თუმცა საკუთარ გულშემატკივარს მოუწოდებს, თავი შეიკავოს 15 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთის გაყიდვისგან.

კლუბის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა “დინამო” უეფას ამ გადაწყვეტილებას. “ფეინოორდი” იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც უკვე შეიძინა “დინამო არენაზე” დასასწრები ბილეთები, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

უეფას მკაცრი სანქციის მიზეზი, აზერბაიჯანში, გაბალაში, “დინამოს” გულშემატკივრის მიერ სტადიონზე გადმოკიდებული ფაშისტური სიმბოლო გახდა. გარდა ამისა, უეფამ “დინამო” 50 ათასი ევროთიც დააჯარიმა.

  • 60
  •  
  •  
  •  
  •