მინსკიდან ტოკიომდე უცვლელად – ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმა

გურამ თუშიშვილის კონკურენტ ფრანგ ტედი რინერს ამ დრომდე პლანეტის პირველობაზე განაცხადი არ გაუკეთებია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, ქალთა ნაკრებიდან, საქართველოს ღირსებას, ძიუდოს სამშობლოში, მხოლოდ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი (-52კგ) დაიცავს. მამაკაცთა შემადგენლობა კი მინსკის ოლიმპიური თამაშების იდენტურია.

კაცები:

-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ: ლუკა მაისურაძე
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი

ქალები:

-52 კგ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

ჩვენთვის, ეს მსოფლიო ყველაზე საინტერესო კი იმით იქნება, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი (+100კგ), დიდი ალბათობით, ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, ტედი რინერს დაუპირისპირდება. თუმცა, რინერი, ამ დროისთვის, ფრანგების მიერ წარდგენილ განაცხადში შეყვანილი არაა. ფრანგებს მძიმე წონაში ჯერ-ჯერობით ადგილი ვაკანტური აქვთ.

 

 

  • 72
  •  
  •  
  •  
  •