ნუგზარ წურწუმიამ რუსი იბრაგიმოვი დაამარცხა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალში, ქართველმა ფალავანმა რუსი ელჩინ იბრაგიმოვი აშკარა უპირატესობით – 0:8 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპის ბოლო ტურნირია.

  • 1.9K
  •  
  •  
  •  
  •