განსაკუთრებული მამის განსაკუთრებული ბიჭუნა – როგორ გამოიყურება ყველაზე ლამაზი დამნაშავის შვილი

ხდება, როდესაც პოპულარობა და სიმდიდრე ადამიანის ცხოვრებაში მოულოდნელად მოდის. ასე მოხდა 35 წლის ამერიკელი ჯერემი მიქსის ცხოვრებაშიც. ის, 2014 წელს კალიფორნიის ციხეში მოხვდა, ცნობილი და პოპულარული კი ერთი ფოტოსესიის წყალობით გახდა. დამნაშავის ფოტო,  სტოკტონის პოლიციის ფეისბუქის გვერდზე განთავსდა. ამ რაოდენობის კომეტარები კი პოლიციის ფეისბუქის გვერდზე არასდროს დაწერილა. ათიათასობით ადამიანი, ჯერემი მიქსის გარეგნობით აღფრთოვანებული იყო და მას ყველაზე ლამაზი დამნაშავის “ტიტულიც” კი ერგო.

ასე რომ, ჯერემი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. მისი დაკავების შემდეგ, მიქსმა რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან და მოდის ცნობილ ფოტოგრაფთან, ჯიმ ჯორდანთან ხელშეკრულება გააფორმა. 2017 წელს, ყოფილმა კრიმინალმა ნიუ იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შვილი, როგორც მამა

ახლა მიქსი არა მხოლოდ სიმპატიური მამაკაცია, არამედ ის სამოდელო ინდუსტრიაში მოთხოვნადი პერსონაა და ასევე, ორი უმშვენიერესი ბავშვის მამა. ჯერემის მათთან დროის გატარება ძალიან უყვარს. ოჯახი ხშირად მოგზაურობს. მამა ამბობს, რომ ის შვილებთან ბედნიერია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯერემის უფროსი ვაჟი, მიკი, 9 წლისაა. როგორც ჩანს, მას ცნობილი მამის ყველა საუკეთესო თვისება გადაჰყვა. მიკი მამის ასლია, ცისფერი თვალები აქვს და ისეთივე ყურადღებით სარგებლობს, როგორც მამამისი.

უფროსი მიქსი ვაჟის გამო ხშირად ნერვიულობს და იმედი აქვს, რომ ის მამის შეცდომებს არ გაიმეორებს და პატიოსანი ადამიანი იქნება.

“ყველაზე მეტად მეშინია, ჩემს შვილს არ გავუცრუო იმედები. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგი მამა ვიყო. ის მიზიარებს თავის აზრებს და მსურს, მას დავეხმარო, რადგან ჰქონდეს სრული ნდობა ჩემს მიმართ და საკუთარი თავის მიმართ, მიუხედავად ყველა იმ შეცდომისა, რაც გზაზე შეხვდება”, – ამბობს ჯერემი მიქსი.

  • 13
  •  
  •  
  •  
  •